Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=630276&print=yes&view=jobs
 
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
მომწოდებელი: ციფრული მმართველობის სააგენტო
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
"სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს" მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.

სამუშაო პოზიციის დასახელება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:

** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ, დასაქმებულთა ინფორმირება, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევა;
** პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობა, აგრეთვე სააგენტოს დასაქმებულთა მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი;
** პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, სასამართლოსთან და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში, მისი მოთხოვნით ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენა და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია/მონიტორინგი;
** მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სააგენტოს დასაქმებულთა მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ღონისძიებების გატარება;
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სააგენტოს დასაქმებულთათვის კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, მათი მხარდაჭერა სავალდებულო პროცედურების, ინსტრუქციების თუ პოლიტიკების შემუშავებასა და იმპლემენტაციაში;
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სააგენტოს თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით აუცილებელი ღონისძიებების გატარება, მათ შორის ტრენინგების ჩატარება;
** ხელმძღვანელი პირის მოთხოვნის შესაბამისად, ანგარიშის წარდგენა გაწეული საქმიანობის შესახებ;
** დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ (ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამართალმცოდნეობის მიმართულებით;
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
** სასურველია მონაცემთა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2).

უნარ-ჩვევები:

** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობა;
** მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტირება;
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი.

განაცხადის გაკეთება:

დაინტერესების შემთხვევაში, 2025 წლის 7 მაისის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge და მეილის subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია