Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ფროსტ სოლუშენი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
კომპანია "ფროსტ სოლუშენი" არის სწრაფად მზარდი საკვები პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც თბილისისა და რეგიონების მასშტაბით ამარაგებს ქსელურ/საბითუმო და ჰორეკა სექტორის ობიექტებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

პასუხისმგებლობები:

** საწყობში შემოსული შეკვეთების მართვა, აწყობა, კოორდინაცია, შესრულება
** საწყობიდან გაცემული და საწყობში მიბრუნებული პროდუქციის აღრიცხვა
** საწყობის ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა
** საქონლის ვარგისიანობის ვადის მკაცრი კონტროლი
** სასაწყობე ფართის სწორად დაგეგმვა-გამოყენება და საწყობში არსებული სასაქონლო მარაგების მონიტორინგი (რაოდენობა, შენახვის პირობები, სწორი განლაგება).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე - სასურველია
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა
** დროის მართვის კარგი უნარი

ანაზღაურება/სამუშაო გრაფიკი:

ფიქსირებული ანაზღაურება - 1200 ლარი ხელზე ასაღები გამოსაცდელი ვადის განმავლობაში (3 თვე), შემდეგ - 1400 ლარი ხელზე ასაღები
კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (08:00 - 17:00)

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gnakani@frostsln.ge ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 597777234. გთხოვთ ვაკანსიის დასახელება აუცილებლად მიუთითოთ მეილის Subject ველში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე