დასახელება:
რეალიზაციის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ზედაზენი 2012
|
გამოქვეყნდა: 29 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
კომპანია "ზედაზენი 2012" აცხადებს ვაკანსიას რეალიზაციის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: კვირაში სამი დღე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროგრამულად შემოსული შეკვეთების დამუშავება;
** ელექტრონული სასაქონლო ზედნადების Rs-ზე ატვირთვა, პროგრამაში ასახვა და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
** სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა/ დამუშავება;
** პროდუქციის მიწოდებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** მობრუნებული პროდუქციის შესაბამისი ზედნადებების Rs-ზე ატვირთვა და პროგრამაში ასახვა;
** სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** FMG- ის ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 28 მაისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
|
|
|
|