Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
სსიპ "ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოში" ველოდებით გამოცდილ პროექტის მენეჯერს

სააგენტოს მიზანია:

** ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა და მართვა
** ინტეგრირებული სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა
** კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა
** შესაბამისი სახელმწიფო სერვისების მართვის ინტეგრირებული ციფრული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება
** სააგენტო ავითარებს და მხარს უჭერს ფართო გამოყენების 100-ზე მეტ ციფრულ სისტემას და მოდულს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე დასაქმების ხელშემწყობ სექტორებში სერვისების უწყვეტობას.

პროექტის მენეჯერის მიერ შესასრულებელი ფუნქციები:

** ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის კურაცია
** ორგანიზაციის swot ანალიზის წარმოება
** ორგანიზაციის წლიური სამოქმედო გეგმების შედგენაში მონაწილეობა
** ორგანიზაციის საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნის ფასილიტაცია
** ორგანიზაციის მისიის და ხედვის შექმნის და იმპლემენტაციის ფასილიტაცია
** ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მისიის და ხედვის ერთიან აღქმაზე ზრუნვა
** მთავარი ორგანიზაციული KPI იდენტიფიცირების და იმპლემენტაციის ფასილიტაცია
** ორგანიზაციის საქმიანობის რეპორტინგის ფასილიტაცია
** ორგანიზაციის საქმიანობაზე თვიური კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადების კურაცია
** მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის მუდმივ განახლებაზე ზრუნვა
** პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი და დოკუმენტირება
** საკვანძო სტატისტიკური მონაცემების წარმოების ფასილიტაცია
** საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინირება
** რელევანტურ ორგანიზაციულ საკითხებზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიტიკის ფასილიტაცია
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა
** საერთაშორისო პარტნიორებთან სააგენტოს მაღალ რეპუტაციაზე ზრუნვა
** საერთაშორისო პარტნიორების მოძიება და სიის ფორმირება
** საერთაშორისო პარტნიორების რაოდენობის ზრდაზე ზრუნვა
** საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელებულ პროექტთა წარმატებაზე ზრუნვა
** საპროტოკოლო სამუშაოების კურაცია
** სერვისების და პროექტების მართვის მეთოდოლოგიების განვითარებასა და იმპლემენტაციაზე ზრუნვა
** სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების გამოვლენაზე ზრუნვა
** სერვისების განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა
** საჭიროებისამებრ მომხმარებლების სერვისებით კმაყოფილების კვლევა და შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა
** უკუკავშირის არხების გამართვა და პერიოდული რევიზია
** სერვისების ფასდადების პოლიტიკაზე წინადადებების წარმოდგენა
** ტექნოლოგიური კომპანიის პროცესების დაგეგმვისა და მართვის მეთოდოლოგიებისა და სამუშაო ჩარჩოების კვლევა და იმპლემენტაციის ფასილიტაცია
** ISO 27000 სერიის შესაბამისად ინფორმაციული უსაფრთხოების და ინფორმაციული უსაფრთხოების ** მართვის სისტემების სტანდარტების შესაბამისად პოლიტიკების შემუშავების პროცესის კურაცია და ** შესრულების მიდევნების ზედამხედველობა
** ციფრული ჯანდაცვის მართვის მოდელის დანერგვის მიზნით საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა
** ციფრული ჯანდაცვის მართვის მოდელის იმპლემენტაციის მიზნით შესაბამისი მოსაზრებების განვითარება
** ინფორმაციული ტექნოლოგიების ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარებისა და ჩამოყალიბებისთვის სტრატეგიების შემუშავების პროცესის კურაცია
** ციფრული ჯანდაცვის მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორობების განვითარება
** ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების ინტეროპერაციულობის გაზრდის მიზნით შესაძლებლობების გამოვლენა
** საინფორმაციო სისტემების დაცულობისა და უწყვეტი ფუნქციონირების მიზნით პოლიტიკებისა და სახელმძღვანელო წესების შექმნის კურაცია
** საინფორმაციო სისტემების დაცულობისა და უწყვეტი ფუნქციონირების მიზნით შექმნილი პოლიტიკებისა და სახელმძღვანელო წესების მიდევნების პროცესის კურაცია
** ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების ინტეროპერაციულობის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი სტანდარტების მოძიებისა და იმპლემენტაციის პროცესის გაძღოლა
** საერთაშორისო პარტნიორობების განვითარება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ელექტრონული სისტემების განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით
** საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძღოლა და მათი კმაყოფილების დონის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ელექტრონული სისტემების განვითარებისა და მხარდაჭერის პროცესის ჭრილში
** ელექტრონული სისტემების შექმნისა და განგრძობადი ფუნქციონირების მიზნით საერთაშორისო მხარდაჭერის ღონისძიებების კოორდინაცია
** სოციალური დაცვის მიმართულებით არსებული ელექტრონული სისტემების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოკვლევა, მოდიფიკაციისა და იმპლემენტაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება
** ინფორმაციული უსაფრთხოების CIA ტრიადის მიდევნების უზრუნველმყოფი გაიდლაინების მომზადების კურაცია
** სერტიფიცირებული ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების სპეციალისტის მოთხოვნებთან პრინციპებისა და პოლიტიკების შემოთავაზება და იმპლემენტაციის კურაცია

კვალიფიკაცია:

სავალდებულოა:

** ბაკალავრის ხარისხი სამართალმცოდნეობის, ბიზნეს ადმინისტრირების, კომპიუტერული მეცნიერებების ან ფუნქციების შესაბამისი სხვა რელევანტური მიმართულებით.
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლების ცოდნა
** პროექტების მართვის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (JIRA/ClickUp/Monday/Asana ან/და სხვა)
** IT პროექტების მართვის მეთოდოლოგიებისა და ჩარჩოების ცოდნა (scrum/lean/crystal/xp ან/და სხვა)
** ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე

სასურველია:

** პროექტების მართვა: PMP/Prince 2 სერტიფიკატი
** ინფორმაციული უსაფრთხოების ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ISC2, ISO, BSI, SANS, ISACA, CIISEC, Comptia და სხვა მსგავსი ორგანიზაციების მიერ გაცემული ან შესაბამის სტანდარტთან თანხვედრაში მყოფი)
** ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა დამტკიცებული შესაბამისი სერტიფიკატით (IELTS / TOEFL / CAE)
** დამატებითი ენების ცოდნა (რუსული, გერმანული, ფრანგული და ა.შ.).

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** მრავალფეროვან პროექტებს
** პროფესიულ განვითარებას

შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

კონკურსის ეტაპები:

** პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპი - განაცხადების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 29.05.2025

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე შედგენილი შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ita.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე