დასახელება:
კურიერი საკუთარი ავტომობილით
|
მომწოდებელი:
იზივეი
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი ავტომობილით ქუთაისში.
აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი კომბოს ტიპის ავტომობილი!
ძირითადი მოვალეობა: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
პირობები:
** სამუშაო საათები: სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: დღეში 70 ლარი + საწვავი;
** მდებარეობა: ქ. ქუთაისი, სულხან - საბა ორბელიანის N8;
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
** საკუთარი კომბოს ტიპის ავტომობილი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენი უპირატესობები:
** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სიახლის ათვისების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება;
** მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://easyway.bo.ge/recruit/form/66387281f3c310a04db0fa9ced53c956
|
|
|
|