Робота для біженців з України
საწყობის ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
კომპანია "მაქსიმა" ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს, ასევე ავეჯის მასალების ზომებად დახერხვის და დაწიბოების მომსახურებას, საწოლის მატრასებს, იატაკის საფარ ლამინატს, კარის მასალებსა და აქსესუარებს, სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://maxima.ge/

კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

** სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
** დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;
** ლოკაცია: ქ. ბათუმი, შამილაძის N58;
** ანაზღაურება: 1400 ლარი (ფიქსირებული)

ჩვენი ბენეფიტი:

** კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
** სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული).

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება/დასაწყობება;
** მიღებული შეკვეთების სიზუსტით მომზადება;
** მომზადებული შეკვეთის მიწოდება/გაცემა;
** სამზარეულოს ზედაპირების სახერხ დანადგარზე დამუშავება;
** მარაგების აღრიცხვასა და კონტროლში მონაწილეობის მიღება;
** საწყობში სისუფთავისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა/შენარჩუნება.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

** მოხერხებული და ხარისხზე ორიენტირებული;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დაკვირვებული და პასუხისმგებლიანი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "საწყობის ოპერატორი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე