Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=629877&print=yes&view=jobs
 
ციფრული მარკეტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტერი
მომწოდებელი: მარკეტინგული და ვებ სააგენტო
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
მარკეტინგული და ვებ სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტერის პოზიციაზე დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე.

ჩვენი კომპანია დაარსდა 2010 წელს და მუშაობს ქართული ბაზრის საშუალო და მსხვილ კომპანიებთან. პორტფოლიოში გვყავს ბრენდები: TBC Bank, Pepsi, Axis Towers, Adjarabet, Tegeta Motors, Vardzia Resort, King David Residence, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი და სხვა.

თუ შენ გსურს საინტერესო პროექტებსა და ამოცანებზე მუშაობა, გამოავლინო შენი ცოდნა, განვითარდე და გაიზარდო პროფესიულად, ჩვენი კარი შენთვის ღიაა. გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე, თუმცა მანამდე ყურადღებით გაეცანი ჩვენს მოთხოვნებსა და პირობებს.

პირობები:

** დისტანციური სამუშაო გრაფიკი;
** სურვილის შემთხვევაში შეგიძლია იმუშაო ოფისიდან;
** სტაჟირების ვადა 2 კვირა;
** სახელფასო განაკვეთი 1500 - 2500 ლ კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე;
** ბონუსები: განვიხილავთ ინდივიდუალურად KPI-ის მიხედვით;

მოთხოვნები:

** სეო ოპტიმიზაციის ცოდნა;
** სემანტიკური ბირთვის შედგენა;
** საძიებო სისტემების სტატისტიკასთან მუშაობა;
** სეო ლინკების ტექნოლოგიის ცოდნა;
** ვებ გვერდების ტექნიკური ანალიზი;
** ვებ გვერდის სწორი ინდექსაციისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარება (თეთრი ოპტიმიზაცია);
** Google და Yandex სისტემების ცოდნა;
** Adwords, Direct - კონტექსტური რეკლამის გაშვება / მონიტორინგი / ოპტიმიზაცია;
** Adsense და მსგავს სარეკლამო სივრცეებში რეკლამის გაშვება / მონიტორინგი;
** Analitycs, Metrika - ანალიტიკის შესწავლა / დამუშავება / მონიტორინგი;
** SMM და SMO მარკეტინგის ცოდნა:
** Fb, In, in, yb სარეკლამო კამპანიების გაშვება, მონიტორინგი.
** ლიდების გენერაცია;

უპირატესობად ჩაითვლება:

** დამატებითი ედვერთაიზინგ პლატფორმების ცოდნა;
** გრაფიკულ რედაქტორებთან მუშაობის გამოცდილება (Ps, Ai);

რა დაგევალება:

** შეიმუშავებ ციფრულ სარეკლამო სტრატეგიას;
** მონაწილეობას მიიღებ სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნაში;
** დაგეგმავ და გაუშვებ რეკლამებს facebook ads manager-სა და google ads-ში;
** გაანალიზებ რეკლამების შედეგებს, აუდიტორიასა და კონტენტს (facebook და google analytics) და შემდეგ გუნდში გაგვიზიარებ შენს შეხედულებებსა და მოსაზრებებს;
** მონაწილეობას მიიღებ SEO სტრატეგიის შექმნასა და აღსრულებაში;
** ჩართული იქნები ახალი სტარტაპების ჩაშვებაში;
** გუნდთან ერთად იმუშავებ ახალი ბიზნეს ნიშების მოძიებაში;

უნარ-ჩვევები:

** რუსული და ინგლისური ენების C1 დონეზე ცოდნა აუცილებელია!
** კომუნიკაბელური და არა კონფლიქტური;
** რთული ამოცანების გადაჭრის მზადყოფნა;
** ინიციატივიანი და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

არ ვაქცევთ ყურადღებას:

** უმაღლეს განათლებას (არ ვაუფასურებთ განათლების საჭიროებას, ვათანაბრებთ ყველას შანსებს);
** სერტიფიკატებს, დიპლომებს, სიგელებს, რეკომენდაციებს (გვირჩევნია შენი ცოდნა შევაფასოთ პრაქტიკაში);
** გენდერს, ასაკს, ეროვნებას;
** აუცილებლად გასათვალისწინებელი ინფორმაცია!
** შერჩეულ კანდიდატებს მივცემთ სატესტო დავალებას;
** თანამშრომლობის შემთხვევაში მკაცრად გავაკონტროლებთ დედლაინებს;
** ყურადღებას ვამახვილებთ დეტალებზე!

თუ ჩვენი პირობები შენთვის მისაღებია და აღნიშნული ვაკანსია წაიკითხე ყურადღებით, მაშინ წერილის subject ველში მიუთითე "მე მიყვარს ციფრული მარკეტინგი" და გამოაგზავნე რეზიუმე ელ-ფოსტაზე levan@khubulia.com

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია