დასახელება:
დისტანციური მომსახურების სამსახურში ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ახალი ქსელები
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას დისტანციური მომსახურების სამსახურში ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 42 (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა)
განაკვეთი: სრული
გრაფიკი: მცოცავი
დასვენების დღე: კვირაში 2 დღე
ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსული ზარების მიღება და ზარის შინაარსიდან გამომდინარე შესაბამისის რეაგირება;
** კლიენტის მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში;
** კლიენტის პრობლემებზე და სხვა საკითხებზე დროული რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
** საჭიროებიდან გამომდინარე გამავალი ზარების განხორციელება;
** მომხმარებლისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
** კონსულტაციის გაწევა პროდუქტების და მომსახურების პირობებზე, ვადებზე, ტარიფებზე და სხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი (ტექნიკური მიმართულებით);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველება;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge და სათაურის ველში კი მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოპერატორი".
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები"-ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
შპს "ახალი ქსელები" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|