დასახელება:
ფსიქოლოგი
|
მომწოდებელი:
ბეიბი ქოლეჯ თბილისი
|
გამოქვეყნდა: 28 აპრილი
/ ბოლო ვადა: 28 მაისი
|
ბავშვთა განვითარების ცენტრი "ბეიბი ქოლეჯ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის პოზიციაზე.
"ბეიბი ქოლეჯ თბილისი" წარმოადგენს ბრიტანული ბრენდის ფრენჩაიზს და უკვე მესამე წელია ოპერირებს თბილისში.
ჩვენ ვთავაზობთ ბავშვებსა და მათ მშობლებს ერთსაათიან გაკვეთილებს, რომლებიც მოიცავს აქტივობებს ფიზიკური, სენსორული და სოციალური უნარების განვითარებისათვის.
ჩვენი გუნდისთვის ვეძებთ მოტივირებულ ფსიქოლოგს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან მუშაობა და კომუნიკაცია.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: დარიალის ჩიხი 14, ვაკის პარკთან ახლოს;
** სამუშაო განრიგი: კვირა დღე 12:00-15:00.
აუცილებელი მოთხოვნები:
** ფსიქოლოგიის კურსდამთავრებული ან მიმდინარე სტუდენტი;
** ინგლისური ენის გამართულ დონეზე ცოდნა (კომუნიკაცია ექნება უცხოელებთანაც);
** ბავშვების სიყვარული და მათთან კომუნიკაციის სურვილი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კვირაში ერთხელ (კვირა დღეს) 12:00-15:00 საათზე ჯგუფური გაკვეთილების ჩატარება;
** "ბეიბი ქოლეჯის" პროგრამის შესაბამისად აქტივობების დაგეგმვა;
** თვეში ერთხელ ვორქშოფებში მონაწილეობა (გუნდის ფარგლებში დაგეგმვა და ჩატარება);
** მშობლებისთვის უკუკავშირის მიწოდება.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიაზე:
** https://babycollege.co.uk/location/baby-college-tbilisi/
** https://www.instagram.com/babycollegetbilisi?igsh=bjlsaWI1cHQzYTNn
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: jobs@babycollege.ge.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
|
|
|
|