დასახელება:
უფროსი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
GAC-საქართველოს აუდიტორული კომპანია
|
გამოქვეყნდა: 27 აპრილი
/ ბოლო ვადა: 10 მაისი
|
შპს "GAC-საქართველოს აუდიტორული კომპანია" დაარსდა 2012 წელს, კომპანია ოპერირებს შემდეგი მიმართულებით: ფინანსური აუდიტი; საგადასახადო აუდიტი, საკონსულტაციო მომსახურება, საგადასახადო დავებში მხარდაჭერა, იურიდიული მომსახურება, HR მომსახურება.
"GAC-საქართველოს აუდიტორული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გაბრიელ სალოსის გამზირი;
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე 11:00-19:00.
ძირითადი მოვალეობები:
** გუნდის მართვა, გუნდის წევრებისთვის სამუშაო დედლაინების გაწერა და შესრულების მონიტორინგი;
** კომპანიის ფინანსური და საგადასახადო რისკების ანალიზი და მათ მინიმიზაციაზე ზრუნვა;
** ბუღალტრული ოპერაციების ანალიტიკური შემოწმება და შესწავლა;
** თვის/წლის დახურვის პროცესების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** საბუღალტრო გატარებებისთვის აუცილებელი პირველადი დოკუმენტაციის სტანდარტების შექმნა;
** საგადასახადო პორტალზე მუშაობა, დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** საგადასახადო დოკუმენტების მომზადება;
** საბუღალტრო სისტემაში ინფორმაციის აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ფინანსების განხრით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** შესასრულებელი სამუშაოების სწორად იდენტიფიცირების და შესრულების ეფექტური დაგეგმვის უნარი;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა ORIS-ის კარგი ცოდნა;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამების ORIS 7-ისა და FINA-ს ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: auditcompanygac@gmail.com 2025 წლის 10 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - უფროსი ბუღალტერი.
კომპანიაში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ამბოლის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."
|
|
|
|