Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=629762&print=yes&view=jobs
 
ციფრული აკადემიის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული აკადემიის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Digital Bus Academy
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
"Digital Bus Academy" აცხადებს ვაკანსიას ციფრული აკადემიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე

ჩვენ შესახებ:

"Digital Bus" არის ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც სტუდენტებსა და პროფესიონალებს საშუალებას აძლევს სწრაფად და ხელმისაწვდომად შეიძინონ მნიშვნელოვანი უნარები ინკლუზიურ და მეგობრულ გარემოში, ასაკის, პროფესიისა თუ ინტერესების მიუხედავად.

ჩვენი მისიაა განათლების ხარისხის გაუმჯობესება და მომავალი პროფესიონალების მომზადება, რომლებიც მოტივაციითა და ცოდნით შეძლებენ თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტრო დელისიდან 300 მეტრში.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი ფიქსირებული. ზუსტი ანაზღაურება დამოკიდებულია შერჩეული კადრის კომპეტენციაზე, სამუშაო გრაფიკზე, გამოცდილებასა და მის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე. განსაკუთრებით კომპეტენტური და გამოცდილი ასისტენტებისთვის გათვალისწინებულია ბონუსები.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე (დამატებით უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მოტივირებულობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კალენდრის მართვა;
** სხვადასხვა სახის მასალების მოძიება, გაანალიზება და რეზიუმირება;
** სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება;
** სამუშაო პროცესის მონიტორინგი;
** შეხვედრების ორგანიზება და დოკუმენტირება;
** აკადემიის მენეჯერის მითითებით, სხვადასხვა დავალებების შესრულება.

რას გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ სივი მეილზე: info@digitalbus.ge

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ციფრული აკადემიის მენეჯერის ასისტენტი"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია