დასახელება:
ციფრული აკადემიის კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
Digital Bus Academy
|
გამოქვეყნდა: 26 აპრილი
/ ბოლო ვადა: 26 მაისი
|
"Digital Bus Academy" აცხადებს ვაკანსიას ციფრული აკადემიის კოორდინატორის პოზიციაზე
ჩვენ შესახებ:
"Digital Bus" არის ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც სტუდენტებსა და პროფესიონალებს საშუალებას აძლევს სწრაფად და ხელმისაწვდომად შეიძინონ მნიშვნელოვანი უნარები ინკლუზიურ და მეგობრულ გარემოში, ასაკის, პროფესიისა თუ ინტერესების მიუხედავად.
ჩვენი მისიაა განათლების ხარისხის გაუმჯობესება და მომავალი პროფესიონალების მომზადება, რომლებიც მოტივაციითა და ცოდნით შეძლებენ თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებას.
ციფრულ აკადემიაში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება აკადემიის ყოველდღიურ საქმიანობაში და უზრუნველყოფს პროგრამების ეფექტურ კოორდინირებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატს შეეძლოს პოტენციური სტუდენტების დაინტერესება, მათთან ეფექტური კომუნიკაცია და კომპანიის განვითარებაში წვლილის შეტანა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტრო დელისიდან 300 მეტრში.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: 1000-დან 2000 ლარამდე. ზუსტი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კომპეტენციებზე, გამოცდილებასა და მის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე. განსაკუთრებით კომპეტენტური, გამოცდილი და შედეგიანი კადრებისთვის გათვალისწინებულია ბონუსები.
ძირითადი მოვალეობები:
** საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება;
** სტუდენტებთან კომუნიკაცია, მხარდაჭერა და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება;
** კურსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** ლექტორებთან და გუნდთან აქტიური თანამშრომლობა კურსის შეუფერხებლად წარმართვისთვის;
** შემოსულ ლიდებზე (პოტენციურ სტუდენტებზე) სწრაფი და ეფექტური რეაგირება;
** დაინტერესებული პირებისთვის კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია;
** სტუდენტების მოტივაციის ამაღლება და მათთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნა;
** კურსდამთავრებულებთან კომუნიკაცია და უკუკავშირის მიღება კურსთან დაკავშირებით.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** პრობლემების გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** პროექტის მართვის უნარი;
** გაყიდვების ან მოლაპარაკების უნარ-ჩვევები;
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება ადმინისტრაციულ ან საგანმანათლებლო სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ციფრულ საგანმანათლებლო პლატფორმებთან ან ადმინისტრაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ZOHO CRM).
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@digitalbus.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: "ციფრული აკადემიის კოორდინატორი".
|
|
|
|