დასახელება:
ბუღალტრის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
Tempo Holding
|
გამოქვეყნდა: 26 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
"Tempo Holding" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სფერო: დეველოპმენტი / სამშენებლო სექტორი
ჩვენს შესახებ:
"Tempo Holding" - სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, სანდოობა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი ქმნის ძლიერ პროექტებს - სწორედ ამიტომ ვეძებთ ასეთივე ღირებულებებზე დაფუძნებულ პროფესიონალს.
~
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება (გატარებები, საბუთების ასახვა სისტემაში)
** შემოსულ და გასულ ინვოისებთან მუშაობა
** საბუღალტრო პროგრამებში მონაცემების შეყვანა და დოკუმენტაციის არქივირება
** საბანკო ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების სწორად გაფორმება
** დებიტორულ და კრედიტორულ ბალანსებთან დაკავშირებული მონაცემების რეგულარული განახლება
** თანამშრომლობა მთავარ ბუღალტერთან და საჭიროების შემთხვევაში რეპორტების მომზადებაში დახმარება
** საგადასახადო და შიდა ფინანსური დოკუმენტაციის მხარდაჭერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან მიმდინარე განათლება ბუღალტერიაში, ფინანსებსა ან ეკონომიკაში
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო/დეველოპერულ სექტორში გამოცდილ კანდიდატს)
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (Orisi და FMG — უპირატესობად ჩაითვლება)
** MS Excel-ის საკმარის დონეზე ცოდნა (მონაცემების ანალიზისა და მუშაობისთვის)
** ორგანიზებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სისწრაფე ბუღალტრულ გატარებებში
** გუნდური მუშაობის უნარი და პროფესიული ეთიკა
რას გთავაზობთ:
** კონკურენტული ანაზღაურება (1200 ლარი ფიქსირებული ხელფასი)
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სტაბილური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** თანამედროვე სამუშაო გარემო ბათუმში
** მეგობრული და მზარდი გუნდი
განაცხადის წარდგენა:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე n.mamuchadze@tempoholding.ge ხოლო საგნის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღება დასრულდება: 15 მაისი, 2025
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები კომპანიაში ინახება არა უმეტეს 6 თვისა. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილული იქნას კომპანიის სხვა პოზიციებზე არსებობის შემთხვევაში კომპეტენციის შესაბამისად.
"ტემპო ჰოლდინგი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|