Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=629746&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება/მითვლა;
** ვადების კონტროლი და ვადაგასული პროდუქციის შესახებ მომწოდებლის ინფორმირება;
** პროდუქციის პლანოგრამების დაცვით განლაგება;
** პროდუქციის თაროებზე/სარეკლამო კუნძულებზე განთავსება;
** საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და სალაროსთან მათი მომსახურება;
** სააქციო/სმს პოზიციის პროდუქტების განთავსება/ვიზუალურად მოწესრიგება, მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი ფასდებულების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - საშუალო ან პროფესიული;
** სამუშაო გამოცდილება - საცალო-საბითუმო გაყიდვების სფეროში;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
** ორგანიზებული.

სამუშაო გრაფიკი:

** 08:00- 16:00 სთ და 16:00-00:00 დღემონაცველობით.
** კვირაში ერთი დასვენების დღე
** ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: recruitment@daily.ge და გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება subject-ში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 511 542296

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
-რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "რითეილ ჯგუფის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: recruitment@daily.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია