დასახელება:
წარმოების ცვლის უფროსი
|
მომწოდებელი:
PepsiCo
|
გამოქვეყნდა: 26 აპრილი
/ ბოლო ვადა: 25 მაისი
|
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეხუთე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2022 ევროპასა და საქართველოში, წელს უკვე მეორედ გახდა საუკეთესო დამსაქმებელი გლობალურად.ეს ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს წარმოების ცვლის უფროსის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; დღისა და ღამის ცვლები
პოზიციის მიზანი:
რძის პროდუქტების წარმოების პროცესების ორგანიზება და კონტროლი ცვლის განმავლობაში, კომპანიის რესურსების განაწილებისა და ეფექტური გამოყენების კონტროლი.
ძირითადი მოვალეობები:
** მზა პროდუქციის წარმოების პროცესების ორგანიზება, დაფასოების საამქროს ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, ნედლეულის და სხვა მასალების ხარჯების შემცირება, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება და შრომის ეფექტიანობის გაზრდა.
** საწარმოო პროცესების პერსონალის სამუშაოს ორგანიზება
** დაფასოების მანქანა-დანადგარებისა და საწარმოო წარმადობის გათვლების შესრულება, მზა პროდუქციის გამოშვების ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესება.
** ნედლეულისა და სხვა მასალების ნორმების შემუშავება და დანერგვა, წუნდებული პროდუქციის თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება.
** თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა
** რძის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ნედლეული, მასალების, ინგრედიენტებისა და შესაფუთი მასალების შესყიდვებზე განაცხადის დროული მომზადება
** ყოველდღიური საწარმოო ანგარიშების დახურვა
** წარმოების სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმის დაცვა
** მზა პროდუქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა შემთხვევის / ცვლილების შესახებ ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დროული ინფორმირება
** 1С პროგრამაში მზა პროდუქციის შესახებ მონაცემთა დროული შემოწმება
კანდიდატის პროფილი:
** უმაღლესი განათლება, სასურველია კვების ტექნოლოგიის მიმართულებით
** მინიმუმ 3 წელი მუშაობის გამოცდილება საწარმოო პროცესების მართვის, დაგეგმვის მიმართულებით
** გუნდის მართვის გამოცდილება
** შედეგებზე ორიენტირება
** MS პროგრამების (Excel, PowerPoint, Word) ცოდნა
** ქართული თავისუფლად; ინგლისური B2+ დონეზე
** ცვლის გრაფიკით (დღისა და ღამის ცვლები) მუშაობის შესაძლებლობა.
რას გთავაზობთ?
** პროფესიონალთა და ხელმძღვანელთა გუნდთან ერთად განვითარება და მხარდაჭერა
** კონკურენტული და ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
** პეპსიკოს უნიკალური სასწავლო პროგრამები და რესურსები
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
|
|
|
|