Робота для біженців з України
გენერალური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: KiwiPost
გამოქვეყნდა: 26 აპრილი / ბოლო ვადა: 26 მაისი
კომპანია "KiwiPost" აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნეს პროცესების შეფასება, ბიუჯეტის მართვა და ხარჯების ოპტიმიზაცია;
** გუნდის მართვა და განვითარების ხელშეწყობა;
** ახალი ბაზრებისა და შესაძლებლობების დადგენა, კონკურენტების კვლევა და შეფასება, კომპანიის B2C მიმართულების განვითარება;
** მომსახურების ხარისხის სტანდარტის მონიტორინგი;
** კომპანიის რისკების ანალიზი და მართვა;
** წერილობითი კომუნიკაცია ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან;
** ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიშის მომზადება;
** დირექტორის წინაშე ანგარიშგება, დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
** კოორდინირებული მუშაობა ყველა განყოფილების ხელმძღვანელთან;
** შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და მუდმივი მონიტორინგი;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულება და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** გენერალური მენეჯერის ან აღმასრულებელი რგოლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** MS Office, მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური/რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ძლიერი ლიდერული უნარ-ჩვევები;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დელეგირების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@kiwipost.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება!

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე