დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
კერძო კომპანია
|
გამოქვეყნდა: 26 აპრილი
/ ბოლო ვადა: 26 მაისი
|
კერძო კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა; შიდა იურიდიული კონსულტაციების წარმოება; სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება იურიდიული სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად.
** წარმომადგენლობა სასამართლოში, სხვადასხვა დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
** კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად (სამოქალაქო/ადმინისტრაციული) განცხადების, სარჩელის, საჩივრის მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, მათ შორის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება;
** ისეთი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, როგორიცაა სემინარის, ტრენინგის, პრეზენტაციის და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო/ადმინისტრაციული/სისხლის სამართლის მიმართულებით);
** სამოქალაქო/ადმინისტრაციული/სისხლის სამართლის მიმართულებით ადვოკატის მოწმობა (აუცილებელია);
** იურიდიული პრაქტიკის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქართულად და ინგლისურად მაღალ დონეზე საუბრის, წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
** სამართალწარმოების გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საერთო სასამართლოებში.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 2000 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნით რეზიუმე შემდგე ელფოსტაზე: lwrspace@gmail.com
|
|
|
|