დასახელება:
კურიერი
|
მომწოდებელი:
ტრაქტორ ტექნოლოჯის
|
გამოქვეყნდა: 25 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
სს "ტრაქტორ ტექნოლოჯის" აცხადებს ვაკანსიას კურიერის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, შიო ჩიტაძის 11
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანგარიშვალდებულება: ლოჯისტიკის მენეჯერი
სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათამდე
დასვენების დღე: შაბათი, კვირა
საქმიანობის აღწერა:
** კომპანიის ავტომობილით, საკურიერო მომსახურების გაწევა თბილისის მასშტაბით;
** გზავნილების ადრესატისათვის მიწოდება კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** თავაზიანობა და კლიენტების მიმართ მაღალ პასუხისმგებლობის გრძნობა
აუცილებელი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა;
** სასურველია კურიერად მუშაობის გამოცდილება
კომპანია უზრუნველყოფს:
** ულიმიტო სასაუბრო დროს
** საწვავს
** ავტომობილის შეკეთებას
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი
თუ დაინტერესებული ხართ, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელფოსტაზე: jobs@kalo.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20 მაისი, 2025
|
|
|
|