Робота для біженців з України
სამეურნეო სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო სპეციალისტი
მომწოდებელი: ფინბიურო
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.

"ფინბიურო`` აერთიანებს 20 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
ანაზღაურება: 1300 ლარი;
სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** საოფისე სივრცის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა (ელემენტარული ტექნიკური სამუშაოები);
** საჭიროების შემთხვევაში საოფისე ინვენტარის და სხვა ნივთების ტრანსპორტირება;
** მასალების შეძენა, მიწოდება;
** მენეჯმენტის სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ელემენტარული ტექნიკური უნარები;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ავტომობილის მართვის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამეურნეო სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე