Робота для біженців з України
მთავარი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი იურისტი
მომწოდებელი: Caucasus Credit
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
"Caucasus Credit" აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის გამოცდილების მიხედვით

მოვალეობები:

** ორგანიზაციაში იურიდიული დოკუმენტაციის წარმოება და მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** იურიდიული კონსულტაციების გაწევა პრობლემურ სესხებთან მიმართებაში;
** კომპანიის თანამშრომლებისათვის კონსულტაციების გაწევა და საჭირო საბუთების მიწოდება;
** საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ კომპანიის თანამშრომლების ინფორმირება და შესაბამისი კონსულტაციების გაწევა; საჭიროებისამებრ, საქმიანობაში შესაბამის ცვლილებების შეტანა;
** კომპანიის სამართლებრივი უზრუნველყოფის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება;
** კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლოში, არბიტრაჟში, სააღსრულებო და ადმინისტრაციულ ორგანოებში ან/და ნებისმიერ მესამე პირ (ებ)თან;
** სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო/საარბიტრაჟო წარმოება და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება;
** სარჩელებისა და შესაგებლების მომზადება;
** ხელშეკრულებების, მათ შორის შრომითი ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა ტიპის გარიგებების დოკუმენტაციის მომზადება და მათი ვიზირება;
** ორგანიზაციის დირექტორის მიერ გაცემული რწმუნებულების შესაბამისად, საჭირო დოკუმენტაციის გაფორმების უზრუნველყოფა;
** იურიდიულ საკუთხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება.
** ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია და საჭირო მოქმედებების შესრულება მათი შეკითხვების/მითითებების შესაბამისად.
** ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვა, ცვლილებების შესახებ დირექტორატის ინფორმირება და შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;
** სააღსრულებო საქმის წარმოებების კონტროლი, განცხადებების, საჩივრების, პრეტენზიების დაწერა, სააღსრულებო საქმის წარმოების მოვალეებთან უშუალო კომუნიკაცია

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით);
** სამოქალაქო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის სრულყოფილი ცოდნა;
** საფინანსო ინსტიტუტში იურისტად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

თვისებები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა;
** ორგანიზაციის მიზნებზე ორიენტაცია.

გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით მისამართზე: caucasuscredit@gmail.com და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითეთ თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე