დასახელება:
გაყიდვების წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 25 აპრილი
/ ბოლო ვადა: 25 მაისი
|
"დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც 20 წელია წარმატებით ემსახურება მომხმარებელს და არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრი.
"დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე ქ. ფოთში.
სამუშაო პირობები:
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი, ფოთის პორტი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სამუშაო საათი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს;
** საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
** საბონუსე სქემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას,
ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** კონტეინერის და სხვა სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვა;
** გაყიდვის პროცესის ადმინისტრირება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურება.
ვაკანსიის მოთხოვნები: გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
უნარ-ჩვევები:
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პროაქტიულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.
თუ ხარ მზად ახალი გამოწვევისათვის მაშინ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: vacancy@irao.ge; სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და ვაკანსიის ადგილმდებარეობა.
ირაო გისურვებთ წარმატებას!
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|