Робота для біженців з України
წარმოების მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Luca Polare
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
"ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** იმუშაოს სურსათის სააგენტოს და HACCP მოთხოვნების შესაბამისად, მოსთხოვოს და დაეხმაროს სხვა თანამშრომლებს ამ მოთხოვნების განხორციელებაში.
** ხელი შეუწყოს საწარმოში ჯანსაღი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, მონაწილეობა მიიღოს ახალი პროდუქტების ტესტირებაში და შემდგომ მათ წარმოების დანერგვაში, დაეხმაროს ახალ თანამშრომელს საწარმოო პროცესების გაცნობასა და ათვისებაში.
** დაამზადოს ნაყინის და საცხობი წარმოების ყველა პროდუქტი რეცეპტის და სტანდარტის შესაბამისად, ასწავლოს და კოორდინირება გაუწიოს კოლეგებს.
** აწარმოოს წარმოებისთვის საჭირო მასალების შერჩევა, შეკვეთა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
** შეამოწმოს და აკონტროლოს წარმოებული პროდუქციის ხარისხი.
** ფილიალებში შეკვეთილ და გასაგზავნ პროდუქტს გაუწიოს კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook);
** უცხო ენების (ინგლისური) საბაზისო ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პოზიტიური და ენერგიული;
** გუნდის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ hr@lucapolare.com-ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე
TOP.GE