დასახელება:
მონაცემთა ბაზის დეველოპერი/რეპორტინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
მაგთიკომი
|
გამოქვეყნდა: 25 აპრილი
/ ბოლო ვადა: 25 მაისი
|
შპს "მაგთიკომი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის დეველოპერის/რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
დასაქმებულს მოუწევს დიდი მოცულობის მონაცემებთან გაცნობა, მუშაობა, მათი მხარდაჭერა და განვითარება.
ძირითადი მოვალეობები:
** პერიოდული და Ad Hoc რეპორტების მომზადება/ანალიზი
** ETL პროცესების შექმნა/ცვლილება/მონიტორინგი
** Data Warehouse პროექტში მონაწილეობა
** სხვადასხვა ვიზუალიზაციის ხელსაწყოების გამოყენებით რეპორტების აწყობა, ავტომატიზაცია, ოპტიმიზაცია
** მონაცემების შესწავლა (საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პირებთან კომუნიკაცია)
** შემოსული დავალებების დროში ოპტიმალურად განაწილება
მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიების ან ტექნიკური სპეციალობების მიმართულებით
** მონაცემთა რელაციურ ბაზებთან (Oracle, MS SQL და ა.შ.) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** SQL პროცედურული ენის ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის ლოგიკურად გადაჭრის უნარი
** მოტივირებულობა, ახლის ძიებისა და განვითარების ინიციატივა
** კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი
** დროის სწორად განაწილებისა და ახლის სწრაფად ათვისების უნარები
** რამდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა
უპირატესად ჩაითვლება:
** PL/SQL-ს ცოდნა
** ETL აპლიკაციებთან მუშაობის გამოცდილება
სამუშაო პირობები:
** მუშაობის მოქნილი გრაფიკი
** კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მონაცემთა ბაზის დეველოპერის/რეპორტინგის სპეციალისტი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "მაგთიკომის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე - vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.
შპს "მაგთიკომი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|