Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=629646&print=yes&view=jobs
 
ტექნიკოსი - ოპტიკური კაბელის გაყვანა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი - ოპტიკური კაბელის გაყვანა
მომწოდებელი: მაგთიკომი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
შპს "მაგთიკომი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის (ოპტიკური კაბელის გაყვანა) პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოთხოვნები და უნარები:

** კაბელის მონტაჟი (როგორც საჰაერო ასევე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაში) სქემის მიხედვით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
** ქართული ენის თავისუფლად ფლობა.
** მართვის მოწმობა (B კატეგორია).

მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ტექნიკოსი (ოპტიკური კაბელის გაყვანა). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "მაგთიკომის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე - vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

შპს "მაგთიკომი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია