დასახელება:
შეფ დე პარტი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ეპიზოდი
|
გამოქვეყნდა: 25 აპრილი
/ ბოლო ვადა: 25 მაისი
|
სასტუმრო "ეპიზოდი" შექმნილია ენერგიული, დინამიური მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას. სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. ეპიზოდს მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრული ადაპტაცია გამოარჩევს. გზა, რომელიც სტანდარტულად სასტუმროებში ფიზიკური სახითაა, ჩვენ მას მომხმარებელს ციფრულად ვთავაზობთ. სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს, ბარ-რესტორანს და მწვანე სივრცე-ატრიუმს.
სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის ქ. 41
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე. კვირაში 40 სთ.
ანაზღაურება: 1700
ბენეფიტები: კვება / დაზღვევა / ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სისტემა (ზეგანაკვეთური +10%, დღესასწაულებზე +20%).
ძირითადი მოვალეობა:
** შეკვეთების რეცეპტის შესაბამისად შესრულება და ხარისხის კონტროლი;
** ახალი რეცეპტების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება და ბაზრის შეკვეთის განხორციელება;
** მიღებული პროდუქტის ხარისხის და რაოდენობის კონტროლი. პროდუქციის დასაწყობების წარმოება და სათანადო ხარჯვის კონტროლი;
** თვის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** სურსათის უვნებლობის მიხედვით მუშაობის უზრუნველყოფა და ყველა საჭირო დოკუმენტაციის შევსება;
** შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო და პიროვნული მახასიათებლები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (მნიშვნელოვანია დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება);
** კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: career@episodehotels.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "შეფ დე პარტი".
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტესლმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|