Робота для біженців з України
საწყობის სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ელთ ბილდინგი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "იელთი ჯგუფი" ეძებს გუნდის წევრს საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.

"იელთი ჯგუფი" 2017 წლიდან შემოვიდა ქართულ სამშენებლო- დეველოპერულ ასპარეზზე. დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ შეძლო და მოიპოვა სანდო პარტნიორის რეპუტაცია და განვითარების სწორი სტრატეგიით უზრუნველყო ის სწრაფი ზრდა, რომელიც სახეზეა. "იელთი ჯგუფის" ხედვა ითვალისწინებს, ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს მომხმარებლის საჭიროებების ინტეგრირებას ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან, სწორედ მომხმარებლისა და ბაზრის ტენდენციების უწყვეტმა კვლევამ მიგვიყვანა ჩვენი განვითარების ინოვაციურ მოდელამდე, რომელსაც ვუწოდებთ "კვარტლის კონცეფციას".
კომპანიის მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 300 000 კვადრატულ მეტრზე მეტი
ფართი, "ელთ კვარტალის" სახით, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ.

სამუშაო გრაფიკი: სრული (40სთ კვირაში)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 1500 ლარიდან 1800 ლარამდე

ჩვენი შემოთავაზებაა:

** კომფორტული სამუშაო პირობები;
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა;
** წახალისების სისტემა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასაქონლო მატერიალური ფასეულობების მიღება/გაცემა საწყობებსა და მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე;
** კომპანიაში დადგენილი წესების შესაბამისად, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა სპეც. პროგრამებში
** საწყობში არსებული მარაგების ინვენტარიზაცია;
** კომპანიაში დადგენილ ნომენკლატურის მიხედვით სასაქონლო მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
** მატერიალურად პასუხისმგებელი პირისთვის საქონლის დაბრუნება/მიბარების პროცესის კონტროლი;
** საწყობიდან სტრუქტურული ერთეულების მიერ მოთხოვნილი მასალების დროულად გაცემა და შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის გაფორმება;
** საწყობში სტრუქტურული ერთეულების მიერ მობრუნებული მასალების მიღება, აღრიცხვა და შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის გაფორმება;
** საწყობში პერიოდული ინვენტარიზაციის პროცესში წარმოქმნილი უზუსტობის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის და კოორდინატორის ელ. ფოსტით ინფორმირება;
** სასაწყობე ფართის ეფექტურად და რაციონალურად გამოყენება;
** საწყობში საქონლის შენახვა, ფიზიკური დაზიანებისგან დაცვის უზრუნველყოფა;
** საწყობის სპეციალისტის კვალიფიკაცია/კომპეტენციის გათვალისწინებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სასაწყობო მეურნეობაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

** დისციპლინირებული და პასუხისმგებლობიანი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "საწყობის სპეციალისტი", რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება საწყობისა და ბუღალტერიის სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე