დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Panex
|
გამოქვეყნდა: 25 აპრილი
/ ბოლო ვადა: 25 მაისი
|
სს "პანექსი" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია.
ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესოს ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.
კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია "პანექსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე რუსთავში.
ანაზღაურება ფიქსირებული + მაღალი საბონუსე სისტემა
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, წითელი ხიდის მე-17 კილომეტრი.
** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქტის გაყიდვა და მის განვითარებაზე ზრუნვა;
** შეხვედრები კლიენტებთან, კომერციული წინადადებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** მივლინებები საქართველოს მასშტაბით;
** CRM პროგრამაში მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება 1-3 წლამდე;
** B2B პრინციპების ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (აუცილებელი).
პიროვნული თვისებები:
** ამბიციური და განვითარებაზე ორიენტირებული;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/A07F5oab
|
|
|
|