დასახელება:
მთავარი აგრონომის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი
|
გამოქვეყნდა: 25 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
კომპანია "თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი აგრონომის ასისტენტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი" ერთ-ერთი ინოვაციური და უდიდესი დეველოპერული პროექტია საქართველოში, რომელიც თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალ მანძილზეა განლაგებული და აერთიანებს 331 ჰექტარზე გაშენებულ კომპლექსს, რომელიც მოიცავს 18-ფოსოიან საერთაშორისო სტანდარტების გოლფის მოედანსა და ახალი ევროპული სტილის დასახლებას.
"თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსის" კომპლექსი 2022 წლის გოლფის ტოპ 100-ში დასახელდა, ასევე, არის FIABCI-Georgia Prixd` Excellence 2022-ის გამარჯვებული ენერგოეფექტური და მწვანე დეველოპმენტის კატეგორიაში.
კომპანიამ 2023 წლიდან განავითარა ახალი ბიზნეს მიმართულება და კლიენტებს სთავაზობს გამწვანებასთან დაკავშირებული სერვისების სრულ პაკეტს, რაც მოიცავს: მიწის სამუშაოებს, ლანდშაფტის არქიტექტურას, ავტომატიზირებული სარწყავი სისტემის პროექტირებასა და მონტაჟს, ლანდშაფტის დიზაინის იმპლემენტაციას, მცენარეების იმპორტს, დარგვას, ბალახის დათესვასა ან/და დაგებას და გაზონის მოვლის რეგულარულ მომსახურებას.
ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
** ლანდშაფტის პროექტებში ჩართულობა;
** ბალახის დათესვისა და დაგების სამუშაოებში ჩართულობა;
** მიწის მოსწორებით სამუშაოებში ჩართულობა;
** მებაღეთა მონიტორინგში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** აუცილებელია აგრონომად ან აგრონომის ასისტენტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ამოცანის გადაჭრაზე/გამოსავლის ძიებაზე ორიენტირება;
** დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის სწორად გადანაწილებისა და პიროვნული განვითარების სურვილი.
ჩვენ გთავაზობთ
** კონკურენტულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
** მეგობრულ და ინტერნაციონალურ გუნდს;
** მშვიდ, სასიამოვნო და სიმწვანით გარშემორტყმულ სამუშაო სივრცეს;
** გოლფის სწავლისა და თამაშის უფასო შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15.05.2025.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები გამოგვიგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე:HR@tbilisihills.com
გთხოვთ, "subject"-ში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მთავარი აგრონომის ასისტენტი".
შემდგომ ეტაპზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|