დასახელება:
შიდა უსაფრთხოების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სამორინე შანგრილა
|
გამოქვეყნდა: 25 აპრილი
/ ბოლო ვადა: 25 მაისი
|
შპს "ქართული კაპიტალ ჯგუფი" (სამორინე "შანგრილა") აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მეთვალყურეობა გაუწიოს თანამშრომლებისა და ვიზიტორების ქმედებებს;
** მოახდინოს წესრიგის დამრღვევი ან დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება და რეაგირება უფლებამოსილების ფარგლებში;
** საეჭვო ვითარების შემჩნევისას მოიქცეს მიღებული ინსტრუქციის შესაბამისად;
** უზრუნველყოს თანამშრომლების მხრიდან, შინაგანაწესით განსაზღვრული ნორმების, ასევე გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი;
მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ, მოცემული ვაკანსიისთვის გათვალისწინებულია 12 საათიანი სამუშაო ცვლები (დღე/ღამე).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე job@shangrila.ge. სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზებები.
|
|
|
|