Робота для біженців з України
ფიტნეს ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფიტნეს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
"თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი" აცხადებს ვაკანსიას ფიტნეს ადმინისტრატორი [რეგისტრატორი] თანამდებობაზე.

პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
** გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე
** სამუშაო გრაფიკი: ერთი ცვლა: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი/კვირა
** მეორე ცვლა: სამშაბათი/ხუთშაბათი/შაბათი
** საათები: 08:00 - 20:00
** ანაზღაურება: 850 ლარი [ხელზე ასაღები] პლიუს ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** მომხმარებლის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებლის ინფორმირება მომსახურების ღირებულების შესახებ/ჯგუფების საათებისა და დღეების შესახებ;
** აბონემენტის შეძენის შემდგომ მომხმარებლის ჩაწერა სასურველ ჯგუფში საათების მიხედვით;
** მონაცემთა ბაზაში პაციენტის რეგისტრაცია;
** გაყიდვების სტიმულაცია;
** ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება მომხმარებლების მოზიდვის მიზნით;
** არსებული მომსახურების განვითარება;
** ყოველთვიური სამოქმედო გეგმის მომზადება;
** სპა დარბაზის ვიზიტორების საშვების დროული ჩართვა/გათიშვის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

** ორგანიზებულობა და დროის მენეჯმენტი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სწრაფი რეაგირების უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@balneo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე