დასახელება:
ხილ-ბოსტნეულის ხარისხის კონტროლის უმცროსი სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
გამოქვეყნდა: 25 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია, რომელმაც 2010 წლიდან უბნის მაღაზიის ფორმატით პირველმა დაიწყო ოპერირება. ამ დროიდან მოყოლებული, ქსელი დღითიდღე ფართოვდება და ამჟამად 430-მდე მაღაზიით არის წარმოდგენილი და არის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი ქვეყნის მასშტაბით.
ვაცხადებთ კონკურსს ხილ-ბოსტნეულის ხარისხის კონტროლის უმცროსი სპეციალისტი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლილო იუმაშევის ქუჩა N 14
ძირითადი ფუნქციები:
** საწყობში შემოსული ხილ-ბოსტნეულის ნომენკლატურების, წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის, შერჩევითობის პრინციპით მოგროვება (ყუთებით) და ხარისხის კონტროლის მაგიდამდე ტრანსპორტირება.
** მოგროვებული პროდუქციის ხარისხის შემოწმება წინასწარ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად;
** შემოწმების შედეგების აღრიცხვა, წინასწარ შემუშავებულ ფორმაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: საშუალო განათლება
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: HR@orinabiji.ge და გთხოვთ სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 აპრილი, 2025 წელი.
ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|