Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=629491&print=yes&view=jobs
 
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.

გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

"Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში არსებული პროდუქციის მართვა (ფასების შესაბამისობა, ვარგისიანობა, განლაგება, ანოტაციების შესაბამისობა და ა.შ.)
** ონლაინ შეკვეთების მიღება და მომსახურება (ვოლტი)
** ფილიალში შემოსული მომხმარებლისთვის შეთავაზებების გაკეთება კომპანიის შიდა სტანდარტების მიხედვით და სწრაფი და ეფექტური გაყიდვების წარმართვა
** გაყიდვების სტიმულირება და თვიური გეგმის შესრულება
** კომპანიის მიერ ორგანიზებულ, პროდუქციის შესახებ ტესტირებებზე და ტრენინგებზე დასწრება/მონაწილეობის მიღება

მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის ან HORECA სფეროში
** სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი
** გამართული მეტყველება

ფილიალების ადგილმდებარეობა:

** ვაჟა-ფშაველას გამზირი, საბურთალო
** რუსთაველის ქ. 23, წყნეთი

საწყისი ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი (3 თვის შემდეგ)
სტაჟირება: 1 კვირა (ანაზღაურებადი)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (8 საათიანი)
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვის შემდეგ, კომპანიის დაფინანსებით

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 28 აპრილამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია