Робота для біженців з України
ცენტრალური საწყობისა და ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცენტრალური საწყობისა და ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური საწყობისა და ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.
კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.

ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.

რას გთავაზობთ?

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** კორპორატიულ დაზღვევას (3 თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ);
** კვებას და ტრანსპორტირებას (ზედა სამგორის მეტროდან სამუშაო ადგილამდე და სამუშაო ადგილიდან მეტრომდე);
** ანაზღაურება: 3500-4000 ლარის (გამოცდილების შესაბამისად);
** სამუშაო ადგილი: ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია)

რას გააკეთებ?

** საწყობის მართვა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა;
** წარმოებული პროდუქციის საწყობში/მაღაზიაში მიღება/მითვლა და დადგენილი სტანდარტის შესაბამისად ფიზიკურად განთავსების უზრუნველყოფა;
** იმპორტირებული პროდუქციის (ელექტრო საქონელი/სხვა დამატებითი წვრილმანი პროდუქტი) საწყობში მიღება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, განთავსება/დასაწყობება, მარაგების პროგრამული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** მზა პროდუქციის საწყობში თუ გაყიდვების ობიექტებში შემოსული შეკვეთების მიხედვით, პროდუქციის აგროვება/გადამოწმება/გაცემის უზრუნველყოფა;
** საწყობში პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა (პალეტზე განთავსება, შეფუთვა, თაროზე განთავსება);
** სასაწყობე პროგრამაში მუშაობა, გაწერილი პროცესების მონიტორინგი და წესების ზედმიწევნით დაცვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** საწყობში არსებული მარაგების და ნაშთების კონტროლი;
** სადისტრიბუციო მანქანების მარშრუტების ოპტიმალური დაგეგმვა და მისი საბოლოო მომხმარებლამდე მიტანის უზრუნველყოფა
** სადისტრიბუციო მანქანების დატვირთვა ზედნადებების მიხედვით;
** საწყობის ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესში ჩართულობა;
** კომპანიაში არსებული ჰიგიენის, ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დაცვა;
** საწყობის განვითარების სტრატეგიაზე მუდმივი მუშაობა გუნდთან ერთად;
** საწყობში გუნდური მუშაობის შენარჩუნება და თანამშრომლების მოტივაციის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების დროული შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** გუნდის მართვის გამოცდილება
** MS Office-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** WMS დანერგვაში მონაწილეობის მიღების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ავტოდამტვირთველის მართვის მოწმობის ქონა ან/და მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

გეძებთ შენ, თუ გაქვს:

** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
** პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;
** ორგანიზებულად და ზედმიწევნით ყურადღებით მუშაობის უნარი;
** ხართ პუნქტუალური, კომუნიკაბელური და ყურადღებიანი.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე
ელ-ფოსტის მისამართზე: hr@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე