Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: უკვე
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
ენერგიული, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული - თუ ეს სიტყვები შენს ხასიათს და პროფესიულ მიდგომებს შეესაბამება, მაშინ სწორ ადგილას მოხვდი - შენ "უკვეს" გუნდს სჭირდები.

"უკვე" ეძებს მოტივირებულ მოლარე ოპერატორს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება და ექნება საშუალება, რომ გამოავლინოს და გააუმჯობესოს საკუთარი პროფესიულ უნარ-ჩვევები.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორი დასვენების. 9 საათი დღეში (1 საათი დასვენებისთვის.

ფუნქციები:

** პროგრამებთან და სალარო აპარატთან მუშაობა
** ონლაინ და Eat In შეკვეთების მიღება და დელეგირება
** მომხმარებელთან კომუნიკაცია
** ფინანსური მიზნების შესრულებაში ჩართულობა
** ფილიალის სისუფთავეზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა
** ტექნოლოგიებთან ურთიერთობის უნარი
** მრავალი სამუშაოს ერთდროულად შესრულების უნარი

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** თავაზიანობა
** ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენი კომპანიის გარემოში, თანაბრად ფასდება, როგორც პროფესიული გამოცდილება, ასევე კანდიდატის მიერ გამოვლენილი მოტივაცია სწავლისთვის და ახალი უნარების ასათვისებლად. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი, მიუხედავად რანგისა, ასახავს კომპანიის ღირებულებებს თავისი მუშაობის თუ მომხმარებლის ურთიერთობის ეთიკით.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე info@ukve.ge
შეხვედრამდე!

"უკვე"-ს გუნდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე