Робота для біженців з України
მძღოლი - გურია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: კოკა-კოლა გურია
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
შპს "კოკა-კოლა გურია" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის თანამდებობაზე გურიაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ მართვა, საგზაო მოძრაობის წესების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** დღის მანძილზე, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით კომპანიის კუთვნილი ავტომანქანით პროდუქციის/ინვენტარის დროულად, უვნებლად და დაუზიანებლად მიწოდება;
** პროდუქციის/ინვენტარის შეკვეთის ადგილზე ობიექტის მიერ მითითებულ ადგილზე გადმოტვირთვაში დახმარება;
** ავტომანქანაზე პროდუქციის/ინვენტარის სწორად განთავსება-გადანაწილება;
** ავტომანქანის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** ავტომანქანის საწვავის წვის კონტროლი და ჩასხმული საწვავის რაოდენობის შესაბამის ფორმაში სწორად აღნიშვნა;
** კილომეტრაჟის აღრიცხვის ფორმის სწორად შევსება;
** ავტომანქანის მოვლა პატრონობა, ჰიგიენის და სისუფთავის დაცვა;
** დაკისრებული მოვალეობების და ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები

** მოქმედი მართვის მოწმობა: C კატეგორია;
** მაღალი პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, დისციპლინა;
** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

ანაზღაურება: ფიქსირებული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ccguria2@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მძღოლი).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე