დასახელება:
მერჩენდაიზერი
|
მომწოდებელი:
დაფნა
|
გამოქვეყნდა: 25 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.
საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.
ვაკანსიის დასახელება: მერჩენდაიზერი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 24.05.2025
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქციის თვალსაჩინო ადგილზე დალაგება
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სარეკლამო თაროზე შესაბამისი წესით განთავსების კონტროლი
** პროდუქციის მოწესრიგებულობის კონტროლი სავაჭრო დარბაზში, დახლზე ან/და თაროზე
** კომპანიის მიერ კლიენტის სავაჭრო ობიექტზე, წინასწარ შეთანხმებული განლაგების და პლანოგრამის დაცულობის კონტროლი
** კლიენტის სავაჭრო დარბაზში განლაგებული კომპანიის პროდუქციის ვადების ან/და ვარგისიანობის კონტროლი
თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მუშაობის გამოცდილება მომსახურების, ან ვაჭრობის სფეროში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
|
|
|
|