Робота для біженців з України
მიწოდების აგენტი/მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიწოდების აგენტი/მძღოლი
მომწოდებელი: ფაინესი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
"ფაინესი" არის საკონტრაქტო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ვამარაგებთ ადგილობრივ ჰორეკა სექტორს საჭირო ინვენტარით - ჭურჭელი, ავეჯი, ქსოვილები და სხვა მრავალი სახეობის პროდუქცია.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მიწოდების აგენტის (მძღოლი) ვაკანტურ პოზიციაზე თბილისსა და საჭიროების შემთხვევაში, რეგიონებში.

პირობები:

** გრაფიკი: არასრული თავისუფალი, შეკვეთების მიხედვით.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ყოველი შეკვეთიდან
** ტრანსპორტირება: საკუთარი ავტომობილით, B მართვის მოწმობა

ძირითადი მოვალეობები:

** დაგეგმილი ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** მცირე შეკვეთების შემთხვევაში პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუნველყოფა; დიდი შეკვეთების შემთხვევაში სატვირთო მანქანასთან ერთად გაყოლა, პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონიტორინგი და დამკვეთისთვის ჩაბარება.
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და გაფორმება;
** ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის (წუნდებული, დაზიანებული) საწყობისთვის სწორად მითვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მანქანის მართვის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე);
** აუცილებელია მართვის მოწმობა - B კატეგორია.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ ფოსტაზე: info@finesse.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე