დასახელება:
ფსიქიატრი
|
მომწოდებელი:
ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლი დიალოგი
|
გამოქვეყნდა: 25 აპრილი
/ ბოლო ვადა: 25 მაისი
|
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი "დიალოგი" აცხადებს ვაკანსიას ფსიქიატრის პოზიციაზე.
"დიალოგი" მენტალური ჯანმრთელობის ცენტრია, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელთა კეთილდღეობასა და სიმშვიდეზე. დიალოგი დაარსდა 2017 წელს და მისი ფუნქციონირების ფარგლებში უამრავ ადამიანს გავუწიეთ დახმარება.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა #57
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
** ფსიქიატრიული შეფასებების ჩატარება და დიაგნოსტირება
** ინდივიდუალური მკურნალობის გეგმების შემუშავება და მართვა
** მედიკამენტური თერაპიის დანიშვნა და მონიტორინგი
** მულტიდისციპლინურ გუნდთან აქტიური თანამშრომლობა (ფსიქოლოგებთან, თერაპევტებთან და სხვა სპეციალისტებთან)
** პაციენტების მდგომარეობის რეგულარული შეფასება და საჭიროებისამებრ გეგმის კორექტირება
** დოკუმენტაციის წარმოება პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მიხედვით
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** მაგისტრის ხარისხი
** მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება
** პაციენტებზე ორიენტირებული მიდგომა და გუნდში მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@dialogi.ge, Subject-ში კი მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დიალოგისთვის ინფორმაციის გაგზავნით თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დარჩება ჩვენს მონაცემთა ბაზაში 2 წლის განმავლობაში.
|
|
|
|