დასახელება:
ზარების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ტერავიტა +
|
გამოქვეყნდა: 25 აპრილი
/ ბოლო ვადა: 25 მაისი
|
"ტერავიტა+" — ეს არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც მუშაობს ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტების მიმართულებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ცხელი და ცივი ლიდების ბაზასთან და უზრუნველვყოფთ მომსახურების მაღალ დონეს.
ვეძებთ ზარების ხარისხის კონტროლის სპეციალისტს, რომელიც დაგვეხმარება კომუნიკაციის სტანდარტების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში.
ლოკაცია: თბილისი, საქართველო (დისტანციური)
დასაქმების პირობები:
** გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში (2 თვე) ანაზღაურება — 1000 ლარი
** გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ მოხდება ხელფასის გადახედვა
** დისტანციური მუშაობა და მოქნილი გრაფიკი — შესაძლებელია სწავლასთან შეთავსებაც
** საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან მუშაობის შესაძლებლობა
** კომპანია უზრუნველყოფს ტრენინგებს და მხარდაჭერას.
მოვალეობები:
** ოპერატორების შემომავალი და გამავალი ზარების მოსმენა და შეფასება.
** შეფასება შიდა ჩეკ-ლისტისა და სტანდარტების მიხედვით.
** კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემა.
** განმეორებადი შეცდომების იდენტიფიცირება, ანალიზი და გაუმჯობესების შეთავაზება.
** ანგარიშგება CRM-სისტემასა და Google ცხრილებში.
** მჭიდრო თანამშრომლობა ტრენერთან და თიმ ლიდერებთან.
ჩვენი იდეალური კანდიდატი:
** გამოცდილება:
- სასურველია — 6 თვიანი გამოცდილება ხარისხის კონტროლში ან ოპერატორების მენტორობაში.
- დასაშვებია — სატელეფონო გაყიდვების გამოცდილება (მინ. 6 თვე), განსაკუთრებით B2C, ნუტრა, ფიზიკური საქონელი.
** რუსული ენის თავისუფლად ფლობა — სავალდებულოა (წერილობით და ზეპირად).
** CRM-სისტემების, Google ცხრილების და Excel-ის ცოდნა.
** გაყიდვების სტრუქტურისა და დიალოგის ხარისხის სტანდარტების ცოდნა.
** დეტალებისადმი ყურადღება, ანალიტიკური უნარები.
** შედეგზე ორიენტირებულობა და გუნდთან მუშაობის უნარი.
** ინიციატივა და დისციპლინა
გსურს გახდე "ტერავიტა+"-ის გუნდის ნაწილი?
გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე მეილზე (რუსულ ენაზე): info@teravita.app.
გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ზარების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
|
|
|
|