Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: აისფოთი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
შპს "აისფოთი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე

"iSpot" - "აისფოთი" გახლავთ მობილური ტელეფონებისა და აქსესუარების მაღაზია ძირითადი მიმართულება არის ეფლისა და სამსუნგის ტექნიკის რეალიზაცია როგორც ონლაინ ასევე ოფლაინ

გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00-20:00, 2 დღე დასვენება
ლოკაცია: თბილისი, გლდანი ხიზანიშვილის ქ. N1 (ახმეტელის მეტროსთან)
თავისუფალი ვაკანტური ადგილი" 2 პერსონაზე
ანაზღაურება: ფიქსირებული 900₾ + ბონუსი

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანებს;
** ციფრული ტექნიკის ცოდნა აუცილებელი არ არის, სურვილი და ინტერესი საკმარისია დანარჩენს ჩვენ გასწავლით;
** მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია;
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** მნიშვნელოვანია გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა აუცილებელია

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** ონლაინ და ოფლაინ შეკვეთების მიღება დამუშავება;
** კომპანიის მომხმარებლების მაღალკვალიფიციურად მომსახურება;
** გაყიდვის განხორციელებამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
** კომპანიაში დაგეგმილ სხვადასხვა სახის აქციების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** წარმოდგენილი პროდუქციის სისუფთავის შენარჩუნება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე Ispot.ge@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე