Робота для біженців з України
ობიექტის მენეჯერი, ბარმენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ობიექტის მენეჯერი, ბარმენეჯერი
მომწოდებელი: ესპრესო ჯორჯია
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
შპს "ესპრესო ჯორჯია" - მილანური ბისტრო ეძებს ახალი გუნდის წევრებს ობიექტის მენეჯერის და ბარმენეჯერის პოზიციებზე.

მოვალეობები:

** განვითარების სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება;
** კაფეს მუშაობის დაგეგმვა, ორგანიზების კონტროლი;
** პროცედურების და მომსახურების სტანდარტის შემუშავება და დაცვა;
** კაფეს ყველა განყოფილების მართვა;
** პერსონალის მართვა;
** სტუმრების კმაყოფილებაზე, უსაფრთხოებაზე და უვნებლობაზე ზრუნვა;
** არსებული სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების კანონმდებლობის სრული დაცვა და დაცვის კონტროლი.
** კაფეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** კაფე-რესტორნის ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
** ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების დანერგვა და მონიტორინგი კაფეში;
** თანამშრომლების მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა.

მოთხოვნები:

** რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-3 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესად.;
** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესად.
** სასურველია სარესტორნო პროგრამების ცოდნა.
** მარაგების მართვის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის 8 და გლდანი ილია ვეკუას 14.
ანაზღაურება: 2000, 00 ლ ნეტი, გადაიხედება კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: coffeeshopge@gmail.com

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე