Робота для біженців з України
არქიტექტორი, 3D ვიზუალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი, 3D ვიზუალისტი
მომწოდებელი: აისინქ არქითექთს
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
"ISync, Architects" ეძებს მოტივირებულ და შემოქმედებით არქიტექტორს და 3D ვიზუალისტს, რომელიც შემოუერთდება ჩვენც ზრდად და ამბიციურ გუნდს. ჩვენი მიზანია ინოვაციური და თანამედროვე არქიტექტურული გადაწყვეტების მიღება, ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტებისთვის.

ვაკანსია 1: არქიტექტორი

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული კონცეფციის მიხედვით სრული სრული BIM მოდელის დამუშავება Revit** ში.
** არქიტექტურული კონცეფციის და დიზაინის შემუშავება
** სამშენებლო ნებართვის დოკუმენტაციის მომზადება
** ვიზუალიზაციის სპეციალისტთან ეფექტური კომუნიკაცია
** არქიტექტურული კონცეფციის მიხედვით მასალებისა და პროდუქციის შერჩევა.

მოთხოვნები:

** არქიტექტურის მაგისტრის დიპლომი
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტორის პოზიციაზე.
** Revit, Rhino პროგრამების ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება 3DS MAX ის ცოდნა).
** კრეატიულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 3000+ (დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო მეილზე: contact@isync.ge

ვაკანსია 2: 3D ვიზუალისტი

ვეძებთ 3D ვიზუალისტს, რომელიც იმუშავებს არქიტექტურული პროექტების მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციაზე.

ძირითადი მოვალეობები.

** არქიტექტურული პროექტების ფოტორეალისტური 3D ვიზუალიზაცია
** ექსტერიერისა და ინტერიერის რენდერების შექმნა
** 3D მოდელირება, ტექსტურირება და განათების დაყენება
** არქიტექტორებთან და დიზაინერებთან თანამშრომლობა
** პროექტების დედლაინების დაცვა და ხარისხის უზრუნველყოფა

მოთხოვნები:

** გამოცდილება 3D ვიზუალიზაციაში (მინიმუმ 2 წელი სასურველია)
** შემდეგი პროგრამების ცოდნა: 3ds Max, V - Ray/Corona Renderer, Photoshop (სასურველია: Twinmotion, Lumion ან D5 Render)
** მასალების, ტექსტურების და განათების (lighting) ფუნდამენტური ცოდნა
** რეალისტური ვიზუალიზაციისა და შემდეგში დამუშავების უნარი
** კრეატიული ხედვა
** გუნდური მუშაობისა და სამუშაო პროცესის მართვის უნარი

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2500 + (დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო მეილზე: contact@isync.ge

https://isync.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე