დასახელება:
თბილისის უნივერსალური ოპერატორი
|
მომწოდებელი:
სილქ ბანკი
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
სს "სილქ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას თბილისის უნივერსალური ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2
დამატებითი ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სასიამოვნო სამუშაო გარემო.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მომსახურების გაწევა ბანკში არსებული მომსახურების წესებისა და სტანდარტების შესაბამისად;
** მომხმარებლებისთვის ბანკში არსებული პროდუქტების შეთავაზება და საბანკო პროდუქტების გაყიდვაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** დაინტერესებული მომხმარებლებისთვის ინფორმაციის ამომწურავად მიწოდება და ეფექტური მომსახურება;
** საბანკო ოპერაციების შესრულება.
სამუშაო გამოცდილება:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია საბანკო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი)
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარები და პიროვნული მახასიათებლები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა.
კანდიდატები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: hr@silkbank.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - თბილისის უნივერსალური ოპერატორი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 24 მაისი
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს "სილქ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
|
|
|
|