Робота для біженців з України
ხაზინის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხაზინის უფროსი
მომწოდებელი: Paysera Bank Georgia
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
"პეისერა ბანკი საქართველო", ქვეყნის პირველი ციფრული ბანკია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ქართული და ევროპული ანგარიშების (IBAN) უსაფრთხოებას, აგრეთვე Single Euro Payment Area (SEPA) და საქართველოს გადახდის სისტემის (RTGS) ხელმისაწვდომობას ჩვენი მომხმარებლებისთვის. ჩვენ ვართ Paysera ფინტექ ქსელის ნაწილი, რომელიც დაარსდა ვილნიუსში, ლიტვაში, 2004 წელს და აერთიანებს 700 მდე თანამშრომლისგან შემდგარ საერთაშორისო გუნდს 15 სხვადასხვა ლოკაციიდან მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროპულ სტანდარტებს და ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლებისა და საზოგადოების კეთილდღეობაზე.

"პეისერა ბანკი საქართველოს" გუნდში აქტიურად ვეძებთ ახალ თანამშრომელს ხაზინის უფროსის პოზიციაზე.

რას გააკეთებ?

** ბანკის ლიკვიდურობის ეფექტური მართვა: მოკლე და გრძელვადიანი ფულადი ნაკადების პროგნოზირება და ანალიზი.
** სავალუტო ოპერაციების (დერივატები/სვოპი/ფორვარდი), ფულადი ბაზრის ოპერაციების (დეპოზიტი/სესხი), ფასიანი ქაღალდების პორტფელისა და მასთან დაკავშირებული ოპერაციების მართვა.
** ყოველდღიური საბანკო ოპერაციების მხარდაჭერა ხაზინის მიმართულებით/შესაბამისი რეპორტინგის მომზადება.
** სავალუტო კურსების ყოველდღიური მონიტორინგი, განახლება და შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება.
** იურიდიულ კლიენტებთან ურთიერთობა, სახაზინო პროდუქტების შეთავაზება და კონსულტაცია.
საერთაშორისო გადარიცხვების მართვა.
** ხაზინის მიმართულებით შიდა პოლიტიკისა და პროცედურების განახლებაში ჩართულობა.
** სალაროს საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა: ნაღდი ფულის მოძრაობის დაგეგმვა, კონტროლი და მარაგების მართვა.
** აქტივებისა და ვალდებულებების მართვა (ALM): საპროცენტო რისკების, სავალუტო რისკებისა და ბაზრის რისკების ანალიზი / სტრატეგიების შემუშავება.
** მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად ხაზინის ფუნქციების შესაბამისობის მონიტორინგი და შესრულების შეფასება.
** აქტიური თანამშრომლობა საგადასახადო და მარეგულირებელ ორგანოებთან, ასევე ბანკის სხვა მიმართულებებთან (ფინანსური, რისკების მართვა და იურიდიული დეპარტამენტები).

მნიშვნელოვანი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით.
** ფულადი ბაზრებისა და საბანკო რეგულაციების სიღრმისეული ცოდნა.
** ძლიერი ანალიტიკური და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** ხელმძღვანელობისა და გუნდთან ეფექტურად მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარების საშუალებას.
** პროფესიონალი გუნდის მხარდაჭერას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@paysera.ge 10 მაისამდე და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენი რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის ან სხვა ინფორმაციის ბანკისთვის გაზიარებით, თქვენ ეთანხმებით, რომ ბანკმა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანტურ პოზიციებზე ან სტაჟირებაზე შერჩევის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე