დასახელება:
დამხმარე ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
Imo Motors
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
კომპანია "იმო მოტორსი", რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმი, ფრ.ხალვაშის გამზირი 180ა, აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე 1 ვაკანტურ ადგილს.
კომპანია სწრაფად მზარდია. ბაზარზე პოზიციონირებს 2017 წლიდან. კომპანიის საქმიანობაა მსუბუქი და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მომსახურება და მათ სათადარიგო/დამხმარე მასალების რეალიზაცია
დამხმარე ბუღალტრის პოზიციის მოთხოვნები:
განათლება და კვალიფიკაცია:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის სფეროში
** სასურველია ბუღალტრული სერტიფიკატები გამოცდილება:
** ბუღალტერიაში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** საბუღალტრო პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება
** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავების გამოცდილება
პროფესიული უნარ-ჩვევები:
** ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა
** სალაროს და საბანკო ოპერაციების აღრიცხვის უნარი
** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავების და სისტემატიზაციის უნარი
** საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა
** ანგარიშფაქტურების, ზედდებულების და სხვა დოკუმენტების დამუშავების უნარი
ტექნიკური უნარები:
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (FINA, RS.ge და სხვა)
** MS Excel-ის კარგად ფლობა
** MS Office-ის სხვა პროგრამების ცოდნა
** მონაცემთა შეყვანის სიზუსტე და სისწრაფე
პერსონალური თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა
პასუხისმგებლობები:
** პირველადი დოკუმენტების მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია
** ინფორმაციის შეყვანა საბუღალტრო პროგრამაში
** სალაროს და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა
** ანგარიშფაქტურების და სხვა დოკუმენტების გაფორმება
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობა
** მთავარი ბუღალტრის დავალებების შესრულება
** პერიოდული ანგარიშების მომზადებაში დახმარება
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერულ წინსვლას
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
თუ გსურთ შეუერთდეთ ჩვენს გუნდს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: imomotors@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ - დამხმარე ბუღალტერი.
|
|
|
|