დასახელება:
ჭურჭლის მრეცხავი
|
მომწოდებელი:
8000 მოსავალი
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
ღვინის მაღაზია/ბარი "8000 მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე თბილისში.
ვინ ვართ ჩვენ:
** 8000 მოსავალი არის ქართული ღვინის მაღაზია/ბარი, სადაც ყველა ღვინო შერჩეულია
** დამოუკიდებელი კომისიის მიერ ფარული დეგუსტაციის წესით. დღეს მაღაზიაში გვაქვს 2000-მდე რჩეული ღვინო.
** ჩვენს ბარში ღვინის შეძენა მაღაზიის თაროს ფასადაა შესაძლებელი და სტუმრებს ვუმასპინძლდებით მხოლოდ ცივი, ღვინოსთან მისაყოლებელი ხემსით.
** ვატარებთ ბევრ ღონისძიებას, რათა გავზარდოთ ცოდნა ღვინის შესახებ და შევქმნათ ღვინის სმის მართებული კულტურა.
** ჩვენი მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო.
** ამ ეტაპზე გვაქვს 6 მაღაზია/ბარი და ონლაინ მაღაზია.
რას მიიღებთ ჩვენგან:
** გუნდთან ერთად მუშაობას, რომელიც გაერთიანებულია ერთი იდეის გარშემო
** ბევრი ღვინის გასინჯვას და ცოდნას ღვინოზე
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას
** ფიტპასის აბონემენტს შეღავათიან ფასში
მისამართი: ს. ცინცაძის 26
სამუშაო საათები: 18:00-დან 02:00-მდე კვირაში 5 დღე, 21:00-დან 02:00-მდე კვირაში 5 დღე
გამოცდილება აუცილებელი არ არის.
აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
ღამე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: Tbilisi.vacancy@8000vintages.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "ჭურჭლის მრეცხავი".
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598909694
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე/CV შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, რომლის გადმოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ქართული ღვინის კოოპერაცია"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე - გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელიც შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადისა.
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების მოთხოვნის უფლებით, რისთვისაც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის სატელეფონო ნომერზე ან მოგვწეროთ ელ-ფოსტა.
შპს "ქართული ღვინის კოოპერაცია" აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
|
|
|
|