დასახელება:
HR მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Scoot Scoot
|
გამოქვეყნდა: 24 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 მაისი
|
ჩვენ ვართ სკუტ სკუტი!
"სკუტ სკუტის" გუნდში HR მენეჯერის ვაკანსია გვაქვს!
ძირითადი მოვალეობები:
** რეკრუტინგი და დასაქმების პროცესი
** ორგანიზაციული სტრუქტურა და როლების განსაზღვრა
** პოზიციების იერარქიის ფორმირება და დახვეწა
** სამუშაო აღწერილობების რეგულარული გადახედვა და განახლება
** ხელფასების და საბონუსე სტრუქტურის (ფიქსირებული/ბონუსის პროპორცია) შეფასება და გაუმჯობესება
** ბენეფიტების პაკეტის ჩამოყალიბება (ფიტპასი, ჯანმრთელობის დაზღვევა, სხვა დამატებითი ბენეფიტები)
** ონბორდინგის პროცესი და თანამშრომლების განვითარება
** არსებულ შეფასების სისტემაში ჩართვა და უკუკავშირი
** ადმინისტრაციული საკითხები და პერსონალური მონაცემების მართვა
** შრომითი კონტრაქტების მომზადება და კონტროლი
** თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების მართვა
** დასწრების, შვებულებების, ბიულეტენების, მივლინებების და დროებითი არყოფნების კონტროლი
** დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, განაცხადები) დაარქივება და სისტემატიზაცია
** გუნდის კლიმატი და კორპორატიული კულტურა: კონფლიქტების მართვა და მოგვარების პროცესების გამართვა, თიმბილდინგების და კორპორატიული წვეულებების დაგეგმვაში მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
ჩვენ გთავაზობთ:
** მეტად სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** სატელეფონო სერვისების პაკეტს
** პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას
ოფისის ადგილმდებარეობა: თბილისი, კონსტიტუციის N4
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი
ჩვენს შესახებ:
"სკუტ სკუტში" გვჯერა, რომ თავისუფალი გადაადგილება თავისუფალი ცხოვრების აუცილებელი პირობაა.
სწორედ ამის გამო 9 წლის წინ დავაარსეთ და გამოვზარდეთ ლიდერი მოტო იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია - "სკუტ სკუტი"
ამ პერიოდის განმავლობაში, მოვახერხეთ, რომ სკუტერი, რომელიც ჩვენამდე ასოცირდებოდა ნაკლებად პრესტიჟულ, საშიშ გასართობ საშუალებად, გვექცია ტრანსპორტად, რომელსაც ახლა, ასე თუ ისე, ყველა სფეროს წარმომადგენელი განიხილავს ავტომობილის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატივად.
დღეს გვაქვს ორი მაღაზია საქართველოში, კერძოდ თბილისში და ბათუმში.
ვართ ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი, და მუდმივად ვართ ორიენტირებული კომპანიის და თანამშრომლის განვითარებაზე
თუ ფიქრობ, რომ "სკუტ სკუტის" გუნდისთვის კარგი შენაძენი იქნებოდი, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: akaki@scootscoot.ge
Web: https://scootscoot.ge
FB: https://www.facebook.com/ScootScootTbilisi
Insta: scootscoot_Geo
|
|
|
|