Робота для біженців з України
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერი ს თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი 10:00 - 18:00 სთ

ფუნქცია-მოვალეობები:

** HR პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და განხორციელება;
** შრომითი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვა;
** კომპანიაში მიმდინარე ადმინისტრაციული პროცესების სრული მართვა (ხელშეკრულებები, შინაგანაწესი, თანამდებობრივი ინსტრუქციები, ბრძანებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება: დისციპლინური გადაცდომა, წახალისება, დაქვითვა, ხელფასების ცვლილების შესახებ შეთანხმება და სხვა) დადგენილი საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად;
** თანამშრომლების დაქირავების პროცესის მართვა (ვაკანსიების რეესტრის წარმოება, პოზიციის აღწერილობის შექმნა, ვაკანსიების განთავსება, რეზიუმეების გადარჩევა, კანდიდატებთან კომუნიკაცია);
** თანამშრომელთა მოტივაციის გაუმჯობესების ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინირება;
** ყოველთვიური შრომის ანაზღაურების გადარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და შესრულების კონტროლი;
** Payroll პროცესების სრული მართვა;
** თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმების წარმოება;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის მართვაში მონაწილეობა;
** ტრენინგებისა და წახალისების სისტემების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სასწავლო პროგრამების ორგანიზება;
** საჭიროებისამებრ, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა დავალების შესრულება.
ანგარიშგება დირექტორთან საჭიროებიდან გამომდინარე ზეპირი და წერილობითი ანგარიშის წარდგენა ვალდებულებები:
** კომპანიის შინაგანაწესისა და სხვა შიდა მარეგულირებელ დოკუმენტების (ბძანებები, ინსტრუქციები) მოთხოვნების შესრულება;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით, მასზე დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულება.
** კომპანიის ქონების გაფრთხილება და მისი სწორად გამოყენების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება
** განათლების დონე უმაღლესი
** განათლების სფერო: ბიზნეს ადმინისტრირება, სოციალური
** დამატებითი ლიცენზიები, სერტიფიკატები: ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით სასერტიფიკატო განათლება
** პროფესიული ცოდნა შრომითი სამართლის საფუძვლიანი ცოდნა.

კომპიუტერული პროგრამები:

** Microsoft ofce Word,
** Microsoft ofce Excel,
** Microsoft ofce Outlook

უცხო ენები: ინგლისური B2.

** სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება
ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით
** პრაქტიკული გამოცდილება რეკრუტინგის მიმართულებით; ასევე ტალანტების მოძიებისა და შერჩევისათვის საჭირო ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ცოდნა;

კომპეტენციები და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** პროექტების მართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;

საკონტაქტო ინფორმაცია: 597 938 282; Guram.mtchedlidze@aldabrothers.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე