Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Prospect
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და შედეგებზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს ქუთაისში, რომელიც იქნება პასუხისმგებელი კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის განხორციელებაზე და კლიენტებთან ურთიერთობის ეფექტურ მართვაზე.

ვინ ვართ: კომპანია "პროსპექტი" არის უძრავი ქონების კომპანია, რომელიც უძრავი ქონების დეველოპერებს აწვდის გაყიდვების საკონსულტაციო სერვისს და ეხმარება კომერციული მიზნების მიღწევაში.

მეტი ჩვენს შესახებ იხილეთ აქ: https://www.prospect.ge/

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა
** კლიენტთა მოთხოვნების შეფასება და მათთვის საუკეთესო შეთავაზებების უზრუნველყოფა
** CRM სისტემაში მუშაობა და გაყიდვების მონაცემების მართვა
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შედეგზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის მენეჯმენტი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ქართულ ენაზე გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@prospect.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაითვალისწინეთ, რომ ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთებისას, ჩვენთვის რეზიუმეს ან სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენა ითვლება თქვენს თანხმობად, რომ შერჩევის პროცესის ფარგლებში კომპანია "პროსპექტი" თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს და შეინახავს არაუმეტეს 3 წლის ვადით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს "პროსპექტი" მკაცრად ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის ყველა ფორმას, როგორც შერჩევის პროცესში, ასევე შრომით ურთიერთობებში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე