Робота для біженців з України
ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეტი
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი
"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას სთავაზობს.

"ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...

ამჟამად "ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი: სრული
დასვენება: კვირაში 2 დღე
ანაზღაურება: ფიქსი 1200 ლარი + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

მოვალეობები:

** პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** კოლექციის განახლების პროცესში ჩართულობა;
** დაგეგმილი რეალიზაციის შესრულება;
** დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობებისა და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი;
** დაქვემდებარებაში არსებული სექციების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განლაგება;
** ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა;
** დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლიდერის უნარ-ჩვევები;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** კლიენტზე ორიენტირებულობა, თავაზიანობა;
** აქტიურობა, სისხარტე;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "ადმინისტრატორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე